1
საერთო ფართი
1
საცხოვრებელი ფართი
1
პარკირება
1
აპარტამენტები
1
საერთო ფართი
1
საცხოვრებელი ფართი
1
პარკირება
1
აპარტამენტები

შენი სახლია სავანე

დიდ დიღომში, კერძოდ ბაგრატ მესამეს ქუჩაზე (დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონი) მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი საცხოვრებლად მშვიდ და მყუდრო გარემოს გთავაზობთ. შენობა-ნაგებობა ჯამში 12 სართულისგან შედგება, საიდანაც მიწისქვეშა სრული სართული კეთილმოწყობილ საპარკინგე სივრცეს ეთმობა. თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 4057 კვ. მეტრს შეადგენს, რომლის თითქმის ნახევარი უშუალოდ შენობას უჭირავს, ხოლო დარჩენილი სივრცე გამოყენებულია შიდა უსაფრთხო სატრანსპორტო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ხოლო 800 კვ. მეტრი უშუალოდ რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო მოედნებსა და ეზოში მოსასვენებელ სივრცეებს ეთმობა. შენობის შიგნით განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ასევე ითვალისწინებს სახანძრო და სასწრაფო მანქანების სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო თავად შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სრული სისტემით, მათ შორის სადარბაზოში ცეცხლმედეგი ტამბურებითა და საშხაპე სისტემით. 

პროექტს ანხორციელებს დეველოპერული – სამშენებლო კომპანია ლიტჯეოინვესტი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან აქტიურად აშენებს. სავანეს მშენებლობა სრულად დაფინანსებულია ქართუ ბანკის მიერ. 

სავანეს უპირატესობები:

  • დაცული ეზო საბავშვო მოედნებითა და მოსასვენებელი ადგილებით
  • გამწვანება და შიდა რეკრეაციული ზონა 800 კვ.მეტრზე
  • უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა გარემო იზოლირებული საპარკინგე სივრცით

მშენებლობის სპეციფიკაციები:

  • მონოლითური რკინა კარკასი
  • ბუნებრივი თბო და ხმის იზოლაცია
  • გამომწვარი სრული აგურით მოპირკეთება
  • უმაღლესი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა
  • სრული სახანძრო უსაფრთხოება საშხაპე და გამაფრთხილებელი სისტემით
  • სეისმოლოგიური მდგრადობა 9 ბალი 41 -ე დადგენილების სრული შესაბამისობა
  • ვიტრაჟული არქიტექტურა